თბილისის მერია - ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი

თბილისის მერია ორხევის დასახლებაში, ერთ-ერთი შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული შენობა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებლად აუცილებელ კრიტერიუმებს, რის გამოც თბილისის მერიამ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა.

ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩა N12-ში მდებარე სოციალური საცხოვრისი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და იგი ავარიულ მდგომარეობაშია. შენობა ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებლად აუცილებელ კრიტერიუმებს, ამიტომ თბილისის მერიამ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

შენობაში მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული, უსახლკაროს სტატუსის მქონე 75 ოჯახი გადაყვანილია სხვა ფართებში და დაწყებულია დემონტაჟისთვის საჭირო პროცედურები.

სამწუხაროდ, შენობაში, ასევე, იმყოფებოდა უკანონოდ შეჭრილი რამდენიმე პირი, რომლებიც საფრთხეში აგდებდნენ საკუთარ სიცოცხლეს. შესაბამისად, თავშესაფრის ხელმძღვანელობამ, სამართალდამცავი სტრუქტურების დახმარებით, ისინი შენობიდან გამოიყვანა“, - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!