ხატია დეკანოიძე - შეიძლება ისტორიული კატასტროფა დაგვემართოს, თუ საქართველომ დაკარგა უვიზო მიმოსვლა, ეს შესაძლოა სახელმწიფოებრიობის დასასრული აღმოჩნდეს, რაც რუსეთის ძალიან დიდი ხნის ოცნებაა

შეიძლება დაგვემართოს ისტორიული კატასტროფა. იმ შემთხვევაში თუ საქართველომ საბოლოოდ დაკარგა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ეს შეიძლება აღმოჩნდეს დასასრული ჩვენი სახელმწიფოებრიობის, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის მოსაზრებით, ასეთ პირობებში არჩევნებზე და ბოიკოტზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

„ჩვენ ვერ გამოვუცხადებთ ბოიკოტს იმას, რაც არ არსებობს. საქართველოში არ არსებობს თავისუფალი არჩევნები. საქართველოში არსებობს რეჟიმი, რომელმაც არ გადადგა არცერთი ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართულებით. ახლა შეიძლება დაგვემართოს ისტორიული კატასტროფა, იმ შემთხვევაში თუ საქართველომ საბოლოოდ დაკარგა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ეს კატასტროფა შეიძლება აღმოჩნდეს დასასრული ჩვენი სახელმწიფოებრიობის, რაც რუსეთის ფედერაციის ძალიან დიდი ხსნის ოცნებაა. კრემლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რომ საქართველო დასცილებოდა ევროპას.

ჩვენ გასაგებად გვითხრა ევროკავშირმა, რომ რეპრესიების შეჩერება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, რეპრესიული კანონების გაუქმება, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაგვრჩეს უვიზო მიმოსვლა. რეჟიმი ამის გაკეთებას არ აპირებს. როდესაც საბოლოო ვადა დასრულდება, შეიძლება ეს საფრთხე დადგეს და მე ვფიქრობ, რომ არაარსებულ არჩევნებზე ბოიკოტზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. არჩევნები არ არსებობს, ჩვენ არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან, არ შევდივართ რუსულ სპეცოპერაციაში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, წარმოუდგენელია, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შემდეგ, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და საარჩევნო კამპანია გააგრძელოს.

„უმძიმესი რეალობა დადგა, როდესაც ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ რეჟიმს შეჰყოლოდა ამ არჩევნებში, მაგრამ მე მართლა მაინტერესებს, როდესაც რეჟიმი პირობებს არ შეასრულებს და ამის შემდეგ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შეჩერდება, ეს იქნება წამწყმენდლად მძიმე, კატასტროფა თითოეული ადამიანისთვის, ვინც სარჩო-საბადებელს მოიპოვებს ევროპაში, ამის შემდეგ კოლეგებს როგორ წარმოუდგენიათ, არჩევნებში ჩვეულებრივად უნდა შევიდნენ და კამპანია გააგრძელონ? ეს ხომ წარმოუდგენელია. ჩემთვის წარმოუდგენელია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია