ანა ბუჩუკური - ირაკლი კობახიძე მომწონს თუ არ მომწონს, ვაღიარებ თუ არ ვაღიარებ, ფორმალურად პრემიერი ჰქვია, მისი მოსმენის მრცხვენია! - გამობრძანდეს და დაასახელოს, „ოცნების“ რომელი კაცი წევრის გათხოვებას ითხოვდა ევროკავშირი!

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი პოლიტიკურ-სამართლებრივი ბმა ევროპასთან - თუ ესეც დავკარგეთ, ეს საქართველოს სრული იზოლაცია იქნება! საქართველოს სრული იზოლაცია აწყობს რუსეთს! ირაკლი კობახიძე და მისთანანი რუსეთის ინტერესებს იდეალურად ასრულებენ! - ეს განცხადება მედიასთან პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.

ბუჩუკურმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება“ “საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის გადაფარვას ბოდვითა და სისულელეებით ცდილობს“.

“როგორი ხელისუფლება არ გვყავდა ბოლო 30 წლის განმავლობაში - იყო ბევრნაირი, თუმცა გადასარევი არც ერთი არ იყო, მაგრამ ყველა ხელისუფლებამ, მათ შორის “ოცნებამ“ შესძლო, რომ აგური აგურზე დაედო იმისთვის, რომ ქვეყანა პოლიტიკურად და სამართლებრივად ევროპასთან აფილირებული გამხდარიყო. ჩვენ ეს მოვახერხეთ და დღეს, მარტო იმიტომ, რომ კორუფციული გზებით მოპარული ფული გადაირჩინონ, ქვეყანას პერსპექტივას უკარგავენ და ჭაობში გვითრევენ.

მართლა არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი ეროვნული ინტერესების ღალატი! არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ქვეყნის იზოლაციაში დატოვებაზე მეტი ეროვნული ინტერესების ღალატი - ეს არის მოცემულობა!

“ოცნება“ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კაცებს გათხოვებისგან იცავენ და ამას ევროპა ითხოვს. გამოვიდნენ და თქვან, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან რომელს შეასრულებენ - კორუფციას აღმოფხვრიან? პოლიტპატიმრებს გამოუშვებენ? პოლიტიკურ პარტიებს აღარ აკრძალავენ? ყველა პოლიტიკური ლიდერი რომ დევნაშია, ამ დევნას შეწყვეტენ? ევროკომისიის რეკომენდაციებში არაერთი პრიორიტეტული საკითხია - რომელიმეს ასრულებენ?!

ირაკლი კობახიძე მომწონს თუ არ მომწონს, ვაღიარებ თუ არ ვაღიარებ, ფორმალურად მას პრემიერი ჰქვია - მისი მოსმენის უბრალოდ მრცხვენია! გამობრძანდეს და დაასახელოს “ქართული ოცნების“ რომელი კაცი წევრის გათხოვებას ითხოვდა ევროკავშირი!“ - განაცხადა ანა ბუჩუკურმა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნულს „ნახევრად ხუმრობით ამბობს“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა