კაია კალასი - ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გაუმართლებელია

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გაუმართლებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანასთან დაკავშირებით ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს ესაუბრა.

„ნათლად განვაცხადე, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დახმარების განაწილების პუნქტებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები უნდა შეწყვიტონ. ყველა ვარიანტი განიხილება, თუ ისრაელი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს“, - წერს კაია კალასი.

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) ცნობით, ბოლო ორი თვის გამავლობაში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტებში 1000-მდე ადამიანი დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები