პოლონეთი თავის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

პოლონეთი თავის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ომისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ პოლონეთის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადების გამო რუსეთში ყველანაირი მოგზაურობის წინააღმდეგ გასცემს რჩევას.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პოლონეთის მოქალაქეებმა, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, დატოვონ მისი ტერიტორია შესაძლო კომერციული და კერძო ხერხებით, თუ მათი პირადი, ოჯახური ან პროფესიული გარემოებები არ საჭიროებს ქვეყანაში მათ დარჩენას.

რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო პერსონალის მიმდინარე შემცირების გამო, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ სანქტ-პეტერბურგსა და კიონისგბერგში [კალინინგრადში] გენერალური საკონსულოების ოპერირებისთვის ნებართვების გაწვევიდან გამომდინარებს, პოლონეთის მოქალაქეებისთვის პირდაპირი საკონსულო დახმარების მიწოდების შესაძლებლობა სულ უფრო შეზღუდული ხდება, და შესაძლოა საჭირო გახდეს ძალიან შორეულ საკონსულო ოფისებში მოგზაურობა…

უსაფრთხოების ვითარების მკვეთრად გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვების და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში ევაკუაცია შესაძლოა გაცილებით უფრო რთული ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო