ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ თავდაცვითი დრონებისთვის 3 მილიარდ გრივნაზე მეტი ღირებულების კონტრაქტებს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ თავდაცვით დრონებთან დაკავშირებით კიდევ ოთხ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელთა ღირებულება 3 მილიარდ გრივნაზე მეტია.

„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენს დასაცავად, ჩვენი ქალაქებისა და თემების უფრო მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩამჭრელი დრონების ახალი კონტრაქტები არსებობს და ეს ემატება იმას, რაც უკვე შევიძინეთ დრონების წარმოებისთვის, კერძოდ, პარტნიორებისგან. კიდევ ოთხი მნიშვნელოვანი კონტრაქტი, რომელთა ღირებულება 3 მილიარდ გრივნაზე მეტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თავდაცვითი დრონების რაოდენობის გაზრდის საკითხს სამხედროები და სამინისტროები, კერძოდ, თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი და პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ფედოროვი განიხილავენ.

ზელენსკის თქმით, ასევე მიმდინარეობს ფრონტზე გამოსაყენებელი დრონებისთვის საჭირო კონტრაქტების გაფორმება და ღრმა დარტყმების პროგრამა გაგრძელდება.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო