დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და იაპონიამ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც 15%-იან ტარიფს ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და იაპონიამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც შეამცირებს მაღალ ტარიფებს, რომელთა დაწესებითაც ტრამპი აზიელი მოკავშირის საქონელზე იმუქრებოდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს იაპონიისთვის აშშ-ში 550 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებისა და ამერიკული საქონლისთვის ბაზრების გახსნის ვალდებულებებს.

Reuters-ი წერს, რომ შეთანხმება, რომელიც მოიცავს 15%-იან ტარიფს ყველა იმპორტირებულ იაპონურ საქონელზე, შეთავაზებული 25%-ის ნაცვლად, ყველაზე მნიშვნელოვანია იმ სავაჭრო შეთანხმებების სერიაში, რომლებსაც თეთრმა სახლმა 1-ელ აგვისტოსმდე, მაღალი გადასახადების ამოქმედების ბოლო ვადამდე, მიაღწია.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს