ურსულა ფონ დერ ლაიენი - ფოტოები ღაზადან აუტანელია

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისრაელს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„ფოტოები ღაზადან აუტანელია. ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეები, ძალიან ბევრს და დიდხანს იტანჯებიან. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ სამშაბათს დილით განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში შიმშილით 15 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, გარდაიცვალა. ადგილობრივი საავადმყოფოების ცნობით, ღაზაში ომის დაწყებიდან შიმშილით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 101-მდე გაიზარდა, მათ შორის 80 ბავშვია.

ისრაელმა მარტიდან ღაზაში დახმარების უმეტესი ნაწილის შეტანა დაბლოკა, მაისიდან კი მისი განაწილება აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილმა ღაზას ჰუმანიტარულმა ფონდმა გადაიბარა. გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) შეფასებით, მას შემდეგ ჰუმანიტარული დახმარების კოლონებთან და განაწილების ცენტრებთან საკვების რიგში მყოფი სულ მცირე 1 000 ადამიანი დაიღუპა. ისრაელი ამ მონაცემებს უარყოფს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია