თენგიზ შარმანაშვილი - ევრობიუროკრატიას არჩევნების წინ ფონის შექმნა სურს, იქნებ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყონ -  ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ამაში დარწმუნდებით, ეს დამთავრებული ამბავია!

ევროკომისიის მიერ წაყენებული პირობები ვიზალიბერალიზაციასთან არავითარ კავშირში არ არის და პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენება, მათ შორის იმ ორი ცნობილი კანონის გაუქმება. ამას შანტაჟის ფონზე ჩვენ არ გავაკეთებთ და არა იმიტომ, რომ რაღაც ყელყელაობა და თავის მოწონება გვინდა, რა მაგარი ხალხი ვართ, არამედ იმიტომ, რომ ამ ორი კანონის გაუქმება დამღუპველად იმოქმედებს საქართველოს მომავალზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, კონკრეტული ქვეყნები უფრო პრაგმატულები არიან, ვიდრე ევროკავშირის ბიუროკრატია, ამიტომ უვიზო მიმოსვლის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, კონკრეტული მთავრობები უფრო მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ, ვიდრე ევრობიუროკრატია, რომელიც შარმანაშვილის აზრით, აბსოლუტურად „ფიფ სთეითისგან“ კონტროლდება.

„ევრობიუროკრატია არ იღებს გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას იღებენ კონკრეტული ქვეყნები. მათ კი მოგვწერეს, რომ 31 აგვისტომდე ელოდებიან პასუხს, რომელიც არის შანტაჟი, ეს დედლანიც სპეციალურად არის შემოგდებული იმისთვის, რომ არჩევნების წინ ფონი შექმნან, იქნებ, მანამდე რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყონ საქართველოში. ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ამაში დარწმუნდებით, ეს დამთავრებული ამბავია.

რაც შეეხება შემდეგ საკითხს - როდესაც კონკრეტული ქვეყნები დაიწყებენ ამაზე მსჯელობას და გადაწყვეტილების მიღებას, მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებები უფრო მეტ არგუმენტაციას და დასაბუთებულობას მოითხოვენ, სანამ ამას ხელს მოაწერენ იმიტომ, რომ საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ლიდერი, მოწინავე ქვეყანაა, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარების საკითხში და არანაირი შემაფერხებელი იმისა, რომ საქართველოს ამის გამო ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ, არ არსებობს. თუ პოლიტიკური შანტაჟის გამო ეს ქვეყნები იმავე ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტენ, ეს იქნება იმედის გამაცრუებელი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში. მე მჯერა, რომ ეს ასე არ იქნება.

პირობები ამ ვიზალიბერალიზაციასთან არავითარ კავშირში არ არის და პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენება, მათ შორის იმ ორი ცნობილი კანონის გაუქმება. ამას შანტაჟის ფონზე ჩვენ არ გავაკეთებთ და არა იმიტომ, რომ რაღაც ყელყელაობა და თავის მოწონება გვინდა, რა მაგარი ხალხი ვართ, არამედ იმიტომ, რომ ამ ორი კანონის გაუქმება დამღუპველად იმოქმედებს საქართველოს მომავალზე. ვიზალიბერალიზაციასთან არავითარ კავშირში არ არის, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად გარკვეული ჯგუფების დაფინანსება არ წყდება. ეს ხომ ნათელზე ნათელია?!. მეტსაც გეტყვით, „ფარამ“ კიდევ ერთი კარგი საქმე გაგვიკეთა ამ ბოლო დროს. ხომ ხედავთ,საჭირო ყოფილა ეს კანონი“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა