ვეფხია კასრაძე მოწმე გამომძიებელს ვიდეომასალაზე - რატომ არ დანიშნეთ ხმის ექსპერტიზა, რატომ ვზივარ ციხეში?

რატომ არ დანიშნეთ [ხმის ექსპერტიზა], რატომ ვზივარ ციხეში?- ამ კითხვით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ გამომძიებელ ლევან ბასილაძეს მიმართა.

აბესაძეს კითხვები კასრაძის ადვოკატმა, არჩილ ჭავჭანიძემაც დაუსვა. კერძოდ კი ის, ვიდეომასალა, რომელიც მან დაათვალიერა, იყო თუ არა ორიგინალი.

„თუ მეკითხებით, ვინ გადაიღო, ვერ გიპასუხებთ“, - განაცხადა ბასილაძემ.

კითხვაზე, რა იცის, რომ ჩანაწერში კასრაძის ხმაა, ან ჩაატარა თუ არა მან ხმის ექსპერტიზა, გამომძიებელმა უპასუხა, რომ არა. თან, დასძინა, რომ ვიზუალური დათვალიერებისას მონტაჟის კვალი არ ეტყობოდა.

ბრალდებულმა კასრაძემ ხმამაღალი ტონით მიმართა გამომძიებელს.

„რატომ არ დანიშნეთ [ხმის ექსპერტიზა], რატომ ვზივარ ციხეში?“ - მიმართა კასრაძემ ბასილაძეს.

მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ხმის ტონის გამო შენიშვნა მისცა.

„ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით და დაბრძანდით, მესმის თქვენი, ამიტომ ახლა რეაგირებას არ ვახდენ, მხოლოდ შენიშვნით შემოვიფარგლები",- განაცხადა მოსამართლემ.

მან დღეს მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელს, ლევან ბასილაძეს შენიშვნა რამდენჯერმე მისცა.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა