თენგიზ შარმანაშვილი - წულუკიანის გარდა სხვა მოსამართლეები ვერ აღმოაჩინეს, რომელთაც სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება აქვთ გამოტანილი?

დარწმუნებული ვარ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს მოუწევს სასამართლოს წინაშე სერიოზული პასუხის გაცემა მის მიერ გაცემული არასწორი ინფორმაციის გამო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

დეპუტატი აღნიშნულით გამოეხმაურა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანსა და დეპუტატ თეა წულუკიანს შორის არსებულ დავას.

„ჟორჟოლიანმა, მაინც და მაინც, წულუკიანი რატომ ამოარჩია? თქვენ, რა გგონიათ, საქართველოს უზენაეს სასამართლო მაშინ პირველი ინსტანციით განიხილავდა იმ საქმეებს, რომელი მუხლებითაც სიკვდილით დასჯა იყო განსაზღვრული? წულუკიანის გარდა სხვა მოსამართლეები ვერ აღმოაჩინეს მთელი იმ წლების განმავლობაში, რომელთაც სიკვდილით დასჯა აქვს გამოტანილი?

დარწმუნებული ვარ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს მოუწევს სასამართლოს წინაშე სერიოზული პასუხის გაცემა მის მიერ გაცემული არასწორი ინფორმაციის გამო.

რატომ ვარ ბედნიერი ზოგადად, როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობ - მე მაშინ დეპუტატი ვიყავი, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსიდან სიკვდილით დასჯა ამოვიღეთ,“ -განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, დეპუტატი თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. წულუკიანთან ერთად მოსარჩელეები არიან წულუკიანის დედა, ძმა და ძმისშვილი. როგორც თეა წულუკიანმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ სიას, სახელწოდებით: "წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი". წულუკიანის განმარტებით, ეს არის არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან, იმ ადამიანთა ნახევარზე მეტი, ვინც ტელეწამყვანმა მისი მოსამართლე მამისგან დახვრეტილად წარმოაჩინა, ჯერ კიდევ ცოცხალია.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო