გიგი წერეთელი -  დიდი შანსია, რომ რვა ქვეყანაც შეიცვლის აზრს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით - სრული პასუხისმგებლობა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზეა

ქვეყანა, რომელიც ასწრებდა მოლდოვას და უკრაინას, მივიდა უკიდურეს მიჯნაზე, შეიძლება, ევროპასთან დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები კომპონენტი დავკარგოთ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

„საქართველო არის ძალიან მძიმე მაგალითი იმისა, რომ ქვეყანა, რომელიც იყო წინა ხაზზე და ასწრებდა მოლდოვასაც და უკრაინასაც, ბოლო წლების განმავლობაში, ვხედავთ, რომ მივიდა უკიდურეს მიჯნაზე, როდესაც ლაპარაკია არა იმაზე, რომ წინ წავიდეთ, არამედ ლაპარაკია უკვე იმაზე, რომ შეიძლება საერთოდ დავკარგოთ ევროპასთან დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები კომპონენტი და ეს არის სავიზო თავისუფალი მიმოსვლა“, - განაცხადა წერეთელმა.

წერეთლის თქმით, ოპოზიცია სხვადასხვა კომუნიკაციით ცდილობს, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართულ საზოგადოებას, არამედ იმ კონკრეტულ ადამიანებს შეეხოს, ვის გამოც ეს ყველაფერი ხდება.

“ბევრი გაფრთხილება იყო, არაერთი გაფრთხილება იყო, ბოლო რეზოლუცია, იმის წინაც, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების განცხადებები, რომ ეს არის კონკრეტული საკითხი, ეს საფრთხე არსებობს, ამიტომ ნუ გეყოლებათ პოლიტიკური პატიმრები, შეაჩერეთ რეპრესიები, დაიცავით ფუნდამენტური უფლებები, არ გქონდეთ დრაკონული კანონები მედიისთვის, არასამთავრობოებისთვის, თორემ ეს მოხდება და ამაზე სრული პასუხისმგებლობა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზეა.

ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენც, რაც ოპოზიციას შეუძლია და რაც არსებობს ამ მიმართულებით კომუნიკაცია, რომ ეს არამც და არამც არ იყოს „ტარგეტირებული“ საერთოდ ჩვენს მოსახლეობაზე და იყოს მიზანმიმართულად იმ ადამიანებზე, ვინც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ და ვის გამოც ხდება ეს ყველაფერი”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვალა, ევროკავშირის ის რვა წევრი ქვეყანა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების წინააღმდეგია, მალე პოზიციას შეიცვლის.

“თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება და არაფერი არ იცვლება საქართველოში, ძალიან დიდი შანსია, რომ ის რვა ქვეყანაც შეიცვლის აზრს. ახლა თავად ევროკავშირის შიგნითაც არის პოზიციების ჭიდილი. ერთი მხარე ამბობს, რომ საქართველოში ეს ხალხი (“ქართული ოცნება”) ისე იქცევა, აქ ჩვენ არაფერს არ უნდა მოველოდებოდეთ და მეორე ნაწილი ამბობს, რომ ვნახოთ, იქნებ რაღაც შეიცვალოს. ამიტომ, კიდევ რაღაც ვადა მისცეს “ქართულ ოცნებას” აგვისტოს ბოლომდე, თუ როგორ ხედავენ ამ პროცესს და რისი შესრულება შეუძლიათ”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის