მიხეილ ყაველაშვილი - ერთმანეთსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, რომ ვიზაზე შეიძლება სამშობლო გაცვალო - ყველაფერს თმობს ქართველი, არ არსებობს მისთვის მატერიალური დოვლათი - არ იციან ქართველი კაცის ხასიათი

ჩვენ ერთმანეთსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, რომ ვიზაზე შეიძლება სამშობლო გაცვალო, ყველაფერს თმობს ქართველი, არ არსებობს მისთვის მატერიალური დოვლათი, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საუბრისას „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მათ „არ იციან ქართველი კაცის ხასიათი, რომ ეს უფრო აბრაზებს, შეურაცხყოფს, რომ საპირწონედ უყენებ სამშობლოს“ და დასძინა: "ქეთევან წამებული მაინც არ გვყავდეს".

„რა თქმა უნდა ძალიან კარგია, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა, წავიდეს, ნახოს დაისვენოს, ასევე, იმუშაოს. რა თქმა უნდა, კარგი მონაპოვარია [ვიზალიბერალიზაცია]. ეროვნულ ინტერესებზე, სახელმწიფოებრიობაზე, ამ მოცემულობაზე მქონდა საუბარი - ასეთ ადამიანს, ჩვენ ერთმანეთსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, რომ ვიზაზე შეიძლება სამშობლო გაცვალო. თუ შენ ასე მიყენებ და გამხილე, რომ შენ ამას სპეციალურად აკეთებ იმისთვის, რომ შენ (ეს რაღაცა ბიუროკრატიული ნაწილი, ევროპის და ევროკავშირის) აქ ხალხი გაანაწყენო და ამას შენ სპეციალურად აკეთებ, გგონია აქ ბნელი ხალხი ცხოვრობს, არაფრის შემფასებელია, ვერ მიხვდება, რომ შენ რატომ აკეთებ ამას...რომ არ იცნობენ ამ ქვეყანას ხომ? - ყველაფერს თმობს ქართველი, არ არსებობს მისთვის მატერიალური დოვლათი ან რაღაცა, ნახავს, არ ნახავს. აქამდე იმიტომ მოვიდა ეს ქვეყანა, რომ ამ ღირებულებაზე ვართ ყველა ჩამოკიდებული. რა სანქციამ უნდა .. თავის შვილს როგორ შეხედავს, რომ სანქციის გამო სამშობლოს გაყიდის, ან რაღაცა სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ ზარალდებოდეს, ვინც არ უნდა იყოს, პოლიციელი იქნება თუ... დღეს რომ გამოაქვთ, „აი, ნახე, შემდეგი სანქცია გელოდებათ“, არ იციან ქართველი კაცის ხასიათი, რომ ეს უფრო აბრაზებს. ეს უფრო შეურაცხყოფს, რომ შენ საპირწონედ უყენებ სამშობლოს. ქეთევან წამებული მაინც არ გვყავდეს, კაცო, მოცემულობაში ხომ? ამას რომ უყენებ საპირწონედ ქართველ ადამიანს, როგორ გაიმარჯვებ შენ ამ საზოგადოებაში. გამორიცხულია, რომ ამით შენ რაიმე....პირიქით ხდება ეს ყველაფერი და მე მიხარია, რომ ამას კარგად აცნობიერებენ ჩვენი მოქალაქეები“, - აღნიშნა მან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის