თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა, ერთი-ერთი ადგილობრივი კი შენობის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრება

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდება, ის საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტება.

„ან ესენი გავლენ, ან მე ჩავალ აქედან. აქედან გადავხტები”,- აღნიშნავს მაცხოვრებელი.

საცხოვრებელ კორპუსში, 150- მდე ოჯახი ცხოვრობს.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, საცხოვრებელი კორპუსი კერძო მესაკუთრისაა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ამბობს, რომ შენობა ავარიულია და ის უნდა დაიცალოს.

მცხოვრებლების თქმითვე, 400-მდე ოჯახს ალტერნატიულ ფართს არ სთავაზობენ. მათივე განცხადებით, ისინი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრას არაერთხელ ითხოვდნენ, თუმცა მათთან არავინ მისულა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა