ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, დისბალანსიც გაღრმავდა - ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები გარდამტეხ წერტილშია

ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები გარდამტეხ წერტილშია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პეკინში, ევროკავშირისა და ჩინეთის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, დისბალანსიც გაღრმავდა. ჩვენ გარდამტეხ წერტილს მივაღწიეთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ხელახლა დაბალანსებაა საჭირო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა და ევროპამ რეალური გადაწყვეტილებები შეიმუშაონ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ევროკავშირს „სწორი სტრატეგიული არჩევანის გაკეთებისკენ“ მოუწოდა.

„რაც უფრო რთული და კომპლექსურია საერთაშორისო სიტუაცია, ჩინეთმა და ევროკავშირმა კომუნიკაცია უფრო მეტად უნდა გააძლიერონ, ურთიერთნდობა და თანამშრომლობა გააღრმაონ. ხალხის მოლოდინების შესაბამისად ჩინელმა და ევროპელმა ლიდერებმა სწორი სტრატეგიული არჩევანი უნდა გააკეთონ“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა