აღსრულების პოლიციელი - თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი ორჯერ გადაიდო - დღეს უკვე სამხარაულის დასკვნა არსებობს, შესაბამისად, ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაჩეროს ან გადადოს სააღსრულებო მოქმედება

არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაზიანებულია მზიდი კედლები და ყოველდღიურად საშიში ხდება აქ ადამიანების გაჩერება, - ამის შესახებ აღსრულების პოლიციელმა ჯემალ ზურაშვილმა თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის შესახებ მედიასთან განაცხადა.

„აღნიშნული საქმის სააღსრულებო წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო 2024 წლის 11 ივნისს. მათ შორის, რა თქმა უნდა, განხორციელდა არაერთი ვიზიტი და გაფრთხილებულ იქნენ არაერთხელ აქ მცხოვრებნი. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული შენობები წარმოადგენს ავარიულ შენობებს. ამაზე, რა თქმა უნდა, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაზიანებულია მზიდი კედლები და ყოველდღიურად საშიში ხდება აქ ადამიანების გაჩერება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის დეპარტამენტის ჩართულობითაც თითოეულ ჯერზე შესწავლილ იქნა ყველა მათგანის საჭიროებები, მიმართულ იქნა შესაბამის უწყებებთან, ასევე, კრედიტორი მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას, სახელმწიფო უწყებებთან ერთად დახმარებოდა აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ხალხს სხვადასხვა ფართში ქირით გაყვანით.

რაც შეეხება გამოსახლების პროცესს, ორჯერ იყო უკვე ჩანიშნული, თუმცა, ისევ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და, მათ შორის, მოლაპარაკებების შესაძლო განხორციელების გამო ორივეჯერ გადაიდო. როგორც აღვნიშნე, დღეს უკვე არსებობს სამხარაულის დასკვნა და, შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაჩეროს ან გადადოს აღნიშნული სააღსრულებო მოქმედება“, – განაცხადა ჯემალ ზურაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო