ანა დოლიძე - რა გახდა საცხოვრებლის შესახებ კანონის მიღება? - რაც დღეს მოხდა, არის არაჰუმანურობა

დაახლოებით ორას ოჯახზეა საუბარი, დაახლოებით 30 ბავშვზე და მართლა მრცხვენია, რომ ისეთ სახელმწიფოში და ისეთ ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც არცერთი თანამდებობის პირი არ არსებობს, რომელსაც რაიმე შეუძლია გაუკეთოს ამ ხალხს, - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც თვალჭრელიძის ქუჩაზე მოსახლეობასთან სოლიდარობის ნიშნად მივიდა.

მისი შეფასებით, რაც დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე მოხდა, არაჰუმანურობაა და სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ასე არ უნდა ექცეოდეს.

"30 ბავშვი დღეს სადღაც ათენებს ღამეს იმიტომ, რომ სახელმწიფო არ გვივარგა და იმიტომ, რომ ერთი კორუმპირებული ბანდა არის ხელისუფლების სათავეში, რომელიც მარტო საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ზრუნავს. რა გახდა საცხოვრებლის შესახებ კანონის მიღება? რა გახდა ეკომიგრანტისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფა?

თუ კახი კალაძე იტყვის, რომ თავისი მრავალშვილიანი ოჯახით შეძლებს თვეში 700 ლარად სადმე იცხოვროს, მაშინ ხელებს ავწევ. რამდენი ხანია, ვითხოვთ საცხოვრისის შესახებ კანონის მიღებას.

დღეს აქ რაც მოხდა, არის არაჰუმანურობა და არაადამიანურობა, სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ასე არ უნდა ექცეოდეს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს