ანა დოლიძე - კარგი იქნება, თუ თავად „ნაციონალები“ გვიჩვენებენ კარგ მაგალითს და გაერთიანდებიან - ათას წვრილმანად დაშლილები თუ მოახერხებენ დიალოგს და გაერთიანებას, კარგი მაგალითი იქნება

პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარის ანა დოლიძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებს გაერთიანებას, რადგანაც „ათას წვრილმანად დაშლილები თუ მოახერხებენ დიალოგს და გაერთიანებას, ეს კარგი მაგალითი იქნება“.

აღნიშნულით ანა დოლიძე პარტიების გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.

,,მეგობრებო, გვესმის გაერთიანების შესახებ მოწოდებები, ძირითადად „ნაციონალების“ რომელიმე ფრთიდან. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ თავად „ნაციონალები“ გვიჩვენებენ კარგ მაგალითს და გაერთიანდებიან. ათას წვრილმანად დაშლილები თუ მოახერხებენ დიალოგს და გაერთიანებას, ეს კარგი მაგალითი იქნება. წესით არ უნდა გაჭირდეს“, - წერს ანა დოლიძე „ფეისბუქზე“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს