დონალდ ტუსკი - ნატო-სგან და აშშ-ისგან ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ რუსეთი და ჩინეთი გლობალური კონფრონტაციისთვის უკვე 2027 წელს იქნებიან მზად

ნატო-სგან და აშშ-ისგან ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ რუსეთი და ჩინეთი გლობალური კონფრონტაციისთვის უკვე 2027 წელს იქნებიან მზად. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ ნატო-სა და აშშ-ის ყველა შეფასებით, რუსეთი და ჩინეთი უკვე 2027 წელს იქნებიან მზად გლობალური კონფრონტაციისთვის. ამერიკელები სერიოზულად ემზადებიან არა საომარი სიტუაციისთვის, არამედ სიტუაციისთვის, რომელშიც ჩვენი გლობალური მოწინააღმდეგეები მზად იქნებიან ასეთი კონფრონტაციისთვის.

რუსულ გეგმა მარტივია, ეს საიდუმლო არაა. როდესაც 2027 წელი, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძალის შესაძლო ტესტი გვიახლოვდება, რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის გაყოფა, და პოლონეთისა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნების გაყოფა და დანარჩენი დასავლეთისგან იზოლირება“, - განაცხადა ტუსკმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს