მარკო რუბიო - რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს

რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „იმედგაცრუებულია, რომ ვლადიმერ პუტინთან კარგ სატელეფონო საუბრებს, საბოლოოდ, არაფერი მოაქვს“.

„მოქმედების დრო მოვიდა და პრეზიდენტმა ეს ნათლად განაცხადა. ის მოთმინებას კარგავს. მოთმინებას კარგავს, რომ რუსეთის მხრიდან ამ ომის დასასრულებლად ნაბიჯების გადადგმას დაელოდოს. ეს მისი ომი არ არის, მაგრამ მისი დასრულება სურს“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.

„ჩართულობის უმეტესი ნაწილი დროის მოგებისა და გაყვანის ტაქტიკაა, რათა ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, რომ მშვიდობის მიღწევით დაინტერესებულები არიან, მაგრამ სერიოზულად არ არიან განწყობილები. დონალდ ტრამპი იმ მახეში არ გაებმება, რომ დაუსრულებელ მოლაპარაკებებში ჩაერთოს”, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა