ისრაელმა ღაზას ნაწილში „ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა

ისრაელმა ღაზას ნაწილში „ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის მიზნით ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში სამხედრო მოქმედებები შეჩერდება.

„ეს გადაწყვეტილება გაერო-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებულია“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ასევე, ისრაელი ღაზაში უსაფრთხო მარშრუტებს უზრუნველყოფს, რათა გაერო-მ და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებმა მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება შეძლონ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026