კირ სტარმერი - ღაზაში არსებული ვითარება აბსოლუტურად გაუსაძლისია

ღაზაში არსებული ვითარება აბსოლუტურად გაუსაძლისია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა შოტლანდიაში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.

„ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დიდი რაოდენობით უნდა შევიდეს. ეს ჰუმანიტარული კრიზისია. აბსოლუტური კატასტროფაა. ვფიქრობ, ხალხი აღშფოთებულია იმის გამო, რასაც ეკრანებზე ხედავს. ამიტომ, ცეცხლის შეწყვეტას უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ღაზაში „საკვების ცენტრებს“ შექმნის.

„კარგ და ძლიერ საკვებს შევიტანთ. ბევრი ადამიანის გადარჩენა შეგვიძლია. ბავშვებს ვგულისხმობ, ეს ნამდვილი შიმშილია. ამიტომ, უფრო მეტად ჩავერთვებით. საკვების ცენტრებს შევქმნით და სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევა „რთულია, რადგან ისინი მძევლებს ფარად იყენებენ“.

„ეს ძალიან რთული სიტუაციაა. მძევლები რომ არ ჰყოლოდათ, ყველაფერი ძალიან სწრაფად წარიმართებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში ვიცით სადაც ჰყავთ ისინი. თუ ისინი მძევლებს დათმობენ, მაშინ მათ ფარი აღარ ექნებათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა