ჯანო არჩაია - მინდა მივმართო ე.წ. მამაოებს, გაიხსენონ, ვის ემსახურებიან - ღმერთს თუ სატანას - რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება!

რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება, - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა, ჯანო არჩაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, არც თავად და არც მასთან ერთად მყოფი სხვა დაკავებულები მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას და ბოდიშის მოხდას არ აპირებენ.

„მინდა დავამატო და მინდა მივმართო ე.წ. მამაოებს, რომლებიც წვერებით დადიან, მინდა გაიხსენონ, ვის ემსახურებიან - ღმერთს თუ სატანას. როცა მოუწოდებთ მრევლს, სულიერ შვილებს, ერთი დაფიქრდით, თავად თქვენს შვილებს როგორ უბრაგუნებდნენ, როგორ სცემენ ციხეში და სამი წლის ბავშვებს ქუჩაში ყრიან. ეს პოლიტიკას აღარ ეხება და ხმა ამოიღეთ... რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება“, - განაცხადა ჯანო არჩაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა