ნიდერლანდებმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრები „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

ნიდერლანდებმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრები „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდების მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრები, იტამარ ბენ-გვირი და ბეზალელ სმოტრიჩი ღაზაში „ეთნიკური წმენდის“ მოწოდების გამო ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებენ.

ასევე, ღაზის სექტორში არსებული „გაუსაძლისი“ ვითარების გამო ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩი დაიბარეს.

ცნობისთვის, გასულ თვეში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრების წინააღმდეგ სანქციები დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და ნორვეგიამ დააწესეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები