გიორგი სიორიძე - ალეკო ელისაშვილის გვარმა ააღელვა ბატონი ვოლსკი - სჯობს, საკუთარ სამარცხვინო პოლიტიკურ წარსულს, აწმყოს და მომავალს მიხედოს - რაც შეეხება ჩვენს კანდიდატურას, გადაწყვეტილებას თბილისი მიიღებს, ჩვენ კი აღვასრულებთ

როგორც ჩანს, ალეკო ელისაშვილის გვარმა ძალიან ააღელვა ბატონი ვოლსკი - მან, სჯობს, საკუთარ სამარცხვინო პოლიტიკურ წარსულს, სამარცხვინო პოლიტიკურ აწმყოს და მომავალს მიხედოს, რომელიც ძალიან გაურკვეველია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

სიორიძის თქმით, კოალიციაში მერობის რამდენიმე „ძლიერი კანდიდატი იტესტება“ და ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისი, რასაც კოალიცია აღასრულებს.

„ცეკას“ ყოფილი ინსტრუქტორი, როგორც ჩანს, დაუბრუნდა თავის კომუნისტურ ფესვებს და შეხვედრებს მართავს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში. ალეკო ელისაშვილის გვარმა, როგორც ჩანს, ძალიან ააღელვა ბატონი ვოლსკი. მან სჯობს, საკუთარ სამარცხვინო პოლიტიკურ წარსულს, სამარცხვინო პოლიტიკურ აწმყოს და მომავალს მიხედოს, რომელიც ძალიან გაურკვეველია. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატურებს, „ლელო-ძლიერი საქართველო“ ატარებს გამოკითხვას, სოციოლოგიურ კვლევებს, ტესტავს რამდენიმე ძლიერ კანდიდატს. გადაწყვეტილებას ამის შესახებ მიიღებს თბილისი, თბილისელები და ჩვენ მას აღვასრულებთ“,- განაცხადა სიორიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის