ლუკა კურტანიძე - ყველა სტრუქტურა, რომელიც ჩათვლის, სადაც დამიბარებენ, მზად ვარ - მინდა ვემსახურო ჩემს სახელმწიფოს, არსად მივიმალები

ყველა სტრუქტურა, რომელიც ჩათვლის, სადაც დამიბარებენ, მზად ვარ. მინდა ვემსახურო ჩემს სახელმწიფოს, არსად მივიმალები, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ვეტერანმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ განაცხადა.

„სად უნდა წავიდე ბატონო პროკურორო, ბოლოს და ბოლოს სტალინი იჯდა ციხეში... მე მზად ვარ ყველა კომუნიკაციისთვის, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ”, - განაცხადა კურტანიძემ.

მისივე თქმით, მისი ყოფილი მეუღლე „დახარბებული იყო“ მის ქონებაზე.

„ყველა ქონება გადმოვიფორმე, გარდა ქობულეთისა, სადაც რაღაც ხარვეზია, ამასაც გავასწორებ და მზად ვარ ამ ადამიანის სიხარბე დავაკმაყოფილო. მზად ვარ ჩემი ქონების გაყოფით დავაკმაყოფილო. უფალს არაფერში სჭირდება ჩემი შენობა - ნაგებობა და ჩინ-მედლები. სადავო არავისთან არაფერი არ მაქვს, ეს ყველაფერი მე თვითონ შევქმენი. მიუხედავად ამისა ეს ადამიანი პროვოკაციებს არ ეშვება“, - განაცხადა კურტანიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს, ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება