ლუკა კურტანიძე - ნიკანორ მელიას და ვინც არის ციხეში, ყველას მოგიკითხავთ, ხაზარაძესაც მოგიკითხავთ - ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები იმიტომ, რომ ღმერთისგან ძალიან შორს ხართ „ნაციონალები“

ნიკანორ მელიას და ვინც არის ციხეში, ყველას მოგიკითხავთ, ხაზარაძესაც მოგიკითხავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ვეტერანმა სპორტსმენმა, ლუკა კურტანიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ლუკა კურტანიძის თქმით, ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ციხეში ჭეშმარიტებაზე გაესაუბრება.

„ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები იმიტომ, რომ ღმერთისგან ძალიან შორს ხართ „ნაციონალები“, - განაცხადა კურტანიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი