აკაკი ბობოხიძე - როცა საუბარია იმაზე თუ რას გვაძლევს ბოიკოტი, კი მაგრამ პარლამენტში რატომ არ შევიდნენ მაშინ? დავიჯერო, საკრებულოდან უფრო მეტი ბერკეტი ექნებათ ზემოქმედებისთვის, ვიდრე პარლამენტში?

ეს არჩევნები არ არის არჩევნები - სანამ დემოკრატიული წინაპირობები არ შეიქმნება, პროცესს ლეგიტიმურობა არ ექნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არჩევნები არ არის არჩევნები და ამის შესახებ უკვე წინასწარ ისაუბრეს ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლებმაც.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, სანამ საქართველოში არ შეიქმნება რეალური დემოკრატიული საარჩევნო გარემო, ნებისმიერი საარჩევნო პროცესი არალეგიტიმური იქნება.

„ეს არჩევნები არ არის არჩევნები. საბედნიეროდ, ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლებს უკვე წინასწარ აქვთ გაცხადებული, რომ ეს არჩევნები არ არის არჩევნები და ვიდრე საქართველოში საარჩევნო გარემოსთვის დემოკრატიული წინაპირობა არ შეიქმნება, არჩევნები არჩევნებად არ ჩაითვლება. ბოიკოტს არაფერს ვუცხადებთ, ეს პროცესი არ არის არჩევნები. ის ორი პარტია მიიღებს მონაწილეობას თუ ცხრა, ეს არჩევნები არჩევნებად ვეღარ შედგება. რვა პარტია ვაგრძელებთ იმ პროცესს, რომელიც დავიწყეთ. როდესაც საუბარია იმაზე თუ რას გვაძლევს ბოიკოტი, კი მაგრამ პარლამენტში რატომ არ შევიდნენ მაშინ? დავიჯერო, საკრებულოდან უფრო მეტი ბერკეტი ექნებათ ზემოქმედებისთვის, ვიდრე პარლამენტში?“,- განაცხადა ბობოხიძემ.

ბობოხიძის მტკიცებით, ოპოზიციური ერთობის მთავარი ხაზი არ დაზიანებულა და სექტემბრიდან მხოლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება.

„ის, რომ ეს მთავარი ხაზი არ დაზიანდა და რომელიც სექტემბრიდან აუცილებლად გაძლიერდება, ეს იმ ორი პარტიის დამსახურება კი არ არის. რა მოუთმენლობა სჭირთ ამ პოლიტიკურ ძალებს - „შედეგი არ დევს, როდემდე უნდა ვუყუროთ?“ ჩვენ რა გვინდა, მთელი მსოფლიო მარტო საქართველოს ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს?“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მან ასევე ისაუბრა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შიგნით „თვითგანადგურების პროცესი“ უკვე დაწყებულია.

მისივე შეფასებით, მთავარი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი გუნდის წევრების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებს არაფერი საერთო აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან.

„არ არსებობს რეჟიმი, რომელიც საკუთარ თავს არ ანადგურებს. არის ეს პროცესი „ქართულ ოცნებაში“ დაწყებული. მთავარი არის ის, რომ ამას არაფერი საერთო აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან.

იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხელისუფლების გემი ნებით თუ იძულებით დატოვეს, მათ ეუბნებიან, რომ უნდა დააბრუნონ ის, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იშოვეს. საუბარია „შავი ფულის“ ამოღებაზე, ამიტომ „შავი ფულის“ ამოღებას, თან „შავად“, კორუფციასთან ბრძოლაში არაფერი კავშირი არ აქვს. პირიქით, ეს არის კორუფციის მთავარი გამოვლინება.

საქართველოს მოსახლეობა ახლა მაინც მიხვდეს როგორ იძარცვება ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ პროცესს არაფერი კავშირი აქვს ბიუჯეტში ფულის დაბრუნებასთან“,- განაცხადა ბობოხიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის