მამუკა ხაზარაძე ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეს - ანდრო, ეს ბრძოლაა, რომელსაც შენნაირ კაცებთან ერთად ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოიგებს! - ვეფხო, თავისუფლება ლომთა ხვედრია, ეს შენ არაერთხელ დაგიმტკიცებია სამშობლოსთვის ბრძოლაში

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აქციაზე დაკავებულებს, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და მისივე პარტიის წევრ ვეფხია კასრაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

ანდრო ჭიჭინაძესთან მიმართებით ხაზარაძე წერს, რომ პირადად არ იცნობს, თუმცა მისი ხასიათით და საქციელით „შორიდან კარგად გაიცნო“:

„ანდროს პირადად არ ვიცნობ, თუმცა კარგად გავიცანი ასე, შორიდან - მისი მტკიცე ხასიათით, ნაღდი ქართული და ქალაქური ბუნებით, სილაღით და კეთილშობილებით.

ანდრო, მინდა რუსთავის ციხიდან მოგილოცო დაბადების დღე, მხნეობა და ჯანმრთელობა გისურვო! ეს ბრძოლაა, რომელსაც შენნაირ კაცებთან ერთად ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოიგებს! მალე მენახე თავისუფლებაზე! პატივისცემით, მამუკა ხაზარაძე“,- წერს ხაზარაძე.

„ლელოს“ ლიდერი ასევე მიმართავს ვეფხია კასრაძეს.

„ვეფხო, ძმაო გილოცავ! მინდა მალე გნახო თავისუფლებაზე, შენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. თავისუფლება ლომთა ხვედრია, ეს შენ არაერთხელ დაგიმტკიცებია სამშობლოსთვის ბრძოლაში. ეს კიდევ ერთი ეტაპია, რომლის მერეც ალბათ კიდევ ბევრი გველის, თუმცა ფინალი იქნება გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს და რომლისთვისაც თავს წირავ ყოველთვის, დაუფიქრებლად!

მაგრად მეყოლე! შენი ძმა, მამუკა“,- წერს ხაზარაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე