დონალდ ტრამპი - კანადის განცხადება, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს, მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს

კანადამ ახლახან გამოაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს - ეს მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„კანადამ ახლახან გამოაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს. ეს მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს. ოჰ, კანადა!!!“, - წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კერნიმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.

„ადგილზე არსებული რეალობა, მათ შორის ღაზაში მოსახლეობის შიმშილი, ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ფაქტობრივად ქრება, ამიტომაც მოქმედება ახლაა საჭირო. კანადა გმობს იმ ფაქტს, რომ ისრაელის მთავრობამ ღაზაში კატასტროფის გაგრძელება დაუშვა“, - განაცხადა მარკ კერნიმ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები