ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, გიტანას ნაუსედაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ცნობით, გინტაუტას პალუცკასისმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობები დატოვა.

„დღეს დილით დამირეკა და გადადგომის შესახებ მაცნობა. ფაქტი ეს არის. არაფერი იცვლება. ლიეტუვის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბოლო არჩევნები მოიგო და სეიმში უმრავლესობას ფლობა. პარტია შესაძლო პოტენციური კოალიციების ფორმირებაზე კონსულტაციებს დაიწყებს“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

გინტაუტას პალუცკასისმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი კომპანიის საქმიანობასა და დაფინანსებასთან დაკავშირებულ შესაძლო დარღვევებზე ქვეყანაში შეკითხვები გაჩნდა. ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პალუცკასის საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტებების გასაკეთებლად ორი კვირა მისცა. მიმდინარე თვის დასაწყიში ლიეტუვის გენერალურმა პროკურატურამ საქმის გარემოებების შესწავლა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაავალა, ხოლო კოალიციაში შემავალი პარტნიორები პალუცკასის მთავრობის შემადგენლობიდან გასვლით დაემუქრნენ, თუ ის თანამდებობაზე დარჩებოდა.

ამასთან, დღეს ლიეტუვურმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა კომპანია „Dankora“-ში, რომელიც გინტაუტას პალუცკასის ძმის მეუღლეს ეკუთვნის. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ ევროპული დაფინანსება მიიღო და პალუცკასის კომპანია „Garnis“-იდან აკუმულატორების სისტემები შეიძინა.

გინტაუტას პალუცკასი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2024 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა