სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა - გამოვლინდა, რომ გასულ წელს „თელასს“ 11 740 წყვეტა ჰქონდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ კი - 74 504

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიების მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2024 წლის მაჩვენებლების 2023 წელთან შედარებით გაუარესება მიჩნეულ იქნა სემეკის ნორმატიული აქტისა და სალიცენზიო პირობების დარღვევად.

„სემეკი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველწლიურად ახორციელებს ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტების დინამიკაზე დაკვირვებასა და მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზს, ხოლო გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შეიმუშავებს რეკომენდაციებს. აღნიშნულის შესაბამისად, სემეკის სპეციალურმა ჯგუფმა შეისწავლა სს „თელასისა” და სს „ენერგო პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის განსაზღვრის ინდექსები, მათ შორის, ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობა (SAIDI წუთი/მომხმარებელი) და ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირე (SAIFI გამორთვა/მომხმარებელი).

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2024 წლის განმავლობაში სს „თელასის” სალიცენზიო არეალში ადგილი ჰქონდა 11 740 წყვეტას. შიდა მიზეზით წყვეტის გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 14 საათსა და 55 წუთს, რაც, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9 სთ და 27 წთ) შედარებით, 5 საათით და 28 წუთით არის გაუარესებული. ამასთან, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 9.04-ს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6.06) შედარებით 2.98-ით არის გაუარესებული.

რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას”, 2024 წლის განმავლობაში კომპანიის სალიცენზიო არეალში ადგილი ჰქონდა 74 504 წყვეტას. შიდა მიზეზით წყვეტის გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 61 საათსა და 38 წუთს, რაც, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (55 სთ და 8 წთ) შედარებით, 6 საათით და 30 წუთით არის გაუარესებული. ამასთან, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 31.06-ს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (29.71) შედარებით 1.35-ით არის გაუარესებული.

საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, სს „თელასისა” და სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის” შემუშავდება მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლები, რომელთა შესრულება კომპანიებისათვის სავალდებულო იქნება“,-აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო