ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მე ახლახან მოვაწერე ხელი დოკუმენტს. ტექსტი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება. ეს ანტიკორუფციული ორგანოებისა და ჩვენი სახელმწიფოს სამართალდამცავი სტრუქტურების ნორმალური და დამოუკიდებელი მუშაობის გარანტია“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონის მხარდაჭერისთვის უკრაინელ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ საზოგადოებრივ აზრს მოუსმინოს“.

„უკრაინა დემოკრატიაა - ეს ეჭვგარეშეა. ასევე, ოფიციალური პირები უკრაინის პარტნიორებს ამ კანონის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებენ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მიიღო, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურისთვის დამოუკიდებლობის აღდგენას ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი 331-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი