გრიგოლ გეგელია  - „ოცნებას“ გერმანიის ელჩის საცხოვრებლიდან და მეტიც, ქვეყნიდან გაძევების კამპანია აქვს, გაურკვეველია რას ეძებენ - ცოტა სასაცილოა გერმანიის ფედერაციის წარმომადგენლობა ვინმეს რამეს არ უკონტრაქტებდეს - კონტრაქტი არსებობს

„ოცნება“ აგრძელებს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების წინააღმდეგ კამპანიას, მათ აქვთ გერმანიის ელჩის საცხოვრებლიდან და მეტიც, ქვეყნიდან გაძევების კამპანიაც - გაურკვეველია რას ეძებენ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს.

მისი თქმით, ელჩის წინააღმდეგ პრიმიტიული კამპანია მიმდინარეობს და გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს.

„ოცნება” აგრძელებს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების წინააღმდეგ კამპანიას, მათ აქვთ გერმანიის ელჩის საცხოვრებლიდან და მეტიც, ქვეყნიდან გაძევების კამპანიაც - გაურკვეველია რას ეძებენ. კონტრაქტიც არსებობს, ხაზარაძეების ოჯახის და მამუკა ხაზარაძის შექმნილი ბიზნესების მიერ ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარის გადახდილი გადასახადებიც არსებობს და ამ ქვეყანაში სულ არსებობდა და იარსებებს მტრის და მოყვრის გარჩევა.

ცოტა სასაცილოა გერმანიის ფედერაციის წარმომადგენლობა ვინმეს რამეს არ უკონტრაქტებდეს და ისე აფორმებდეს ხელშეკრულებას. აქვე როგორი სასაცილოა თუ პრემიერს ჰგონია, რომ გერმანიის საგარეო პოლიტიკა ქირავნობის ხელშეკრულებით დგინდება და განისაზღვრება.

გერმანიის საგარეო უწყებამ მკაფიოდ თქვა არაერთხელ, რომ ელჩი მის პოლიტიკას სრულად ასახავს საქართველოს და მისი ე.წ ხელისუფლების მიმართ.

პრიმიტიული პროპაგანდაა ელჩის მიმართ, ასეთი ბინძური ბრალდებებით და მინდა მას სრული სოლიდარობა გამოვუცხადო.

მეორეს მხრივ კი, მინდა "ქართულ ოცნებას" მკითხოთ დიღომი შვიდში ვისზე აქვთ სახლები გაქირავებული "ქართული ოცნების" წევრებს და იქნებ იქ არკვიონ ხელშეკრულებით აქვთ გაქირავებული მილიონობით ღირებულების უძრავი ქონებები თუ არა.

კიდევ ერთხელ, მამუკა ხაზარაძეს და მასთან ასოცირებულ კომპანიებს მილიონობით ლარი აქვს ამ ქვეყნის ბიუჯეტში შეტანილი და ეს იცის ყველამ, მათ შორის ყველაზე კარგად „ოცნებამ", ვინც ბიუჯეტს აკონტროლებს“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა