გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ნიკოლაევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს

გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ნიკოლაევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი კერძო სახლი განადგურდა და ხანძარი გაჩნდა.

ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ დაზიანდა 23 კერძო სახლი, 12 საცხოვრებელი კორპუსი, ექვსი მანქანა, ფოსტის შენობა და სამშენებლო მასალების მაღაზია.

„შვიდი ადამიანი დაშავდა - ოთხ მათგანს ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს. დილის მონაცემებით, 57 წლის და 74 წლის მამაკაცები საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა კიმმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო