Reuters - სიდნეიში პალესტინის მხარდამჭერ მარშს ათიათასობით ადამიანი შეუერთდა

სიდნეიში პალესტინის მხარდამჭერ მარშს ათიათასობით ადამიანი შეუერთდა.

როგორც Reuters-ი წერს, ძლიერი წვიმის მიუხედავად, სიდნეის ჰარბორის ხიდზე მსვლელობა ომისგან განადგურებულ ღაზას სექტორში მშვიდობისა და დახმარების მიწოდებით გაიმართა.

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ რეგიონში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. აქტივისტებს შორის იყო Wikileaks-ის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OCHR) ცნობით, 27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა.

გაეროს სააგენტოები აცხადებენ, რომ ღაზაში მასობრივი შიმშილი ხელოვნურად არის გამოწვეული და პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებენ. ამავდროულად, ისრაელი ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და რომ რეგიონში შიმშილობის საფრთხე არ არის.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები