ირაკლი კუპრაძე - ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ნათქვამია - უკვე ღიად ჩანს, რომ „ოცნების“ მთავარი და მგონი ერთადერთი  სამიზნე, „ლელო“ გახდა - ჩვენი მხრიდანაც ზეწოლა გაძლიერდება და თბილისი აუცილებლად გახდება ევროპული დედაქალაქი

ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ნათქვამია - უკვე ძალიან ღიად ჩანს, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, „ოცნების“ მთავარი და მგონი ერთადერთი სამიზნეც „ლელო - ძლიერი საქართველო“ გახდა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაძლიერდება.

„ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ნათქვამია - უკვე ძალიან ღიად ჩანს, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, „ოცნების“ მთავარი და მგონი ერთადერთი სამიზნეც „ლელო - ძლიერი საქართველო“ გახდა. დღე არ გავა, რომ კონკრეტულად „ლელოს“ მისამართით „ოცნებამ“ცილისწამება და თავდასხმა არ სცადოს.

შეგახსენებთ, „ოცნება“ არის პარტია, რომელიც თავად აღიარებს, რომ არის ბოლომდე კორუმპირებული, ფულს შოულობენ ქოლ ცენტრებით, ნარკოტრეფიკით, კორუფციით და შემდეგ ამ ფულის გადანაწილებისთვის მაფიოზურად არჩევენ საქმეებს.

გასაგებია, რომ მათ სურთ ქართველი ხალხი დანებდეს, არ შეეშალოს ხელი მათ კორუფციაში, ნარკოტრეფიკში და ქვეყნისთვის მომავლის წართმევაში, მაგრამ „ლელო“ აპირებს, იბრძოლოს ბოლომდე.

ზუსტად „ლელოს“ ამ გადაწყვეტილებების და ქმედითი ნაბიჯების გამო ვხედავთ „ოცნების“ ისტერიკას „ლელოს“ წინააღმდეგ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდანაც მათ წინააღმდეგ ზეწოლა მხოლოდ გაძლიერდება და თბილისი აუცილებლად გახდება ევროპული დედაქალაქი!“, - წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს