გიორგი ცინარიძე - ვასრულებ ჩემს პოლიტიკურ გზას „ევროპულ საქართველოში“ და ვიწყებ ახალ ეტაპს პარტია „ლელოსთან” ერთად - არა ბოიკოტს!

"ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ცინარიძე პარტიას ტოვებს და “ლელოს” უერთდება.

აღნიშნულის შესახებ ის “ფეისბუქზე” წერს და აცხადებს, რომ არჩევნების ბოიკოტს არ ემხრობა.

“მეგობრებო, მინდა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაგიზიაროთ.

საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა ჩემთვის ყოველთვის გუნდის იდეალებზე და საერთო ხედვაზე დამყარებულ გზას ნიშნავდა. ამ წლების განმავლობაში ვიყავი პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი — გუნდის, რომლებთანაც ბევრი რამ მაკავშირებს და რომლის მრავალ ღირსეულ წევრთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი გამოცდილება და სიამაყე იყო.

დღეს კი ღირსეულად, შიდა დაპირისპირების გარეშე, ვასრულებ ჩემს პოლიტიკურ გზას „ევროპულ საქართველოში“ და ვიწყებ ახალ ეტაპს პარტია „ლელო საქართველოსთვის“-თან ერთად.

ეს გადაწყვეტილება სიფრთხილით, ბევრი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივიღე. მჯერა, რომ „ლელოში“ შემიძლია უკეთ გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო — განვითარება, პასუხისმგებლობა და ცვლილებების ძალა.

სპორტის მოყვარულებისთვის კი სპორტული მაგალითი მინდა მოვიყვანო:

წარმოიდგინეთ, თუ გუნდი ფეხბურთში მხოლოდ მარჯვენა ფლანგიდან შეტევას ცდილობს, დაცვას ადვილად შეუძლია გამკლავება. ჩვენ კი ვირჩევთ შეტევას მარჯვნიდან, მარცხნიდან და ცენტრიდან — ასეთ დროს დაცვა ვერ უძლებს და გოლი გარდაუვალია. გოლი კი ნიშნავს გამარჯვებას.

გზა წინ არის. იწყება ახალი ეტაპი. არა ბოიკოტს!”,- წერს ცინარიძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა