დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში მიმდინარე კვირას - რუსეთისთვის მიცემული 10-დღიანი ვადის ამოწურვამდე ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მიმდინარე კვირაში ჩავა. მისივე თქმით, უიტკოფი რუსეთს 10-დღიანი ვადის ამოწურვამდე ესტუმრება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მისცა.

როგორც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განაცხადა, ვიზიტი 6 ან 7 აგვისტოს გაიმართება.

14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ მეორედ 100%-იან ტარიფს დააწესებს, თუ 2 სექტემბრამდე უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა.

მოგვიანებით ტრამპმა ეს ვადა 10 დღემდე შეამცირა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს