გურამ მაჭარაშვილი - დიპლომატი რომ უძრავ ქონებას ქირაობს ფავორიტი ადამიანისგან, ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩი პოლიტიკურად მის მხარეს არიან - ექსტრემისტ პოლიტიკოსთან გარიგებაში შესვლა, დიპლომატიური წესის დარღვევაა

დიპლომატი ქირაობს უძრავ ქონებას ისეთი ადამიანისგან, რომელიც არის მისი ფავორიტი - კონვენციის, დიპლომატიური წესის პირდაპირი დარღვევაა, როდესაც შენ შედიხარ გარიგებაში ისეთ ადამიანთან, რომელიც არის ექსტრემისტი პოლიტიკოსი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს.

მისივე თქმით, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები სუბიექტურად არიან მამუკა ხაზარაძით დაინტერესებული, რადგან აშკარად, საჯაროდ არიან მის მხარეს პოლიტიკურად, რაც პოლიტიკურად სწორი არაა.

„ხაზარაძის მხრიდან არავის უკვირს არც გადასახადების დამალვა და არც თავის არიდება. ადამიანი საკუთარ ქვეყანას და ხალხს სთხოვდა მილიარდ-ნახევარს, თუმცა 7 მილიონის გადახდა აქეთ დაეკისრა იგივე ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლოდ, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ დიპლომატი ქირაობს უძრავ ქონებას ისეთი ადამიანისგან, რომელიც არის მისი ფავორიტი ანუ სუბიექტურად დაინტერესებული არიან გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩი ამ ხაზარაძით, იმიტომ, რომ აშკარად საჯაროდ არიან მის მხარეს პოლიტიკურად, რაც არ არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად სწორი. მეორე - რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი დარღვევა კონვენციის, დიპლომატიური წესის, როდესაც შენ შედიხარ გარიგებაში ისეთ ადამიანთან, რომელიც არის ექსტრემისტი პოლიტიკოსი,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო. მათივე განცხადებით, ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები გატარდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო