Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ - სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან ვაშინგტონში მშვიდობის დამყარების შესახებ მიღწეული შეთანხმება გამოაცხადონ

Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან ვაშინგტონში მშვიდობის დამყარების შესახებ მიღწეული შეთანხმება გამოაცხადონ.

„რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან, ამ კვირის ბოლოს ვაშინგტონში მშვიდობის დამყარების შესახებ მიღწეული შეთანხმება გამოაცხადონ.

წყაროების ცნობით, ტრამპი, სავარაუდოდ, პარასკევს თეთრ სახლში ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს უმასპინძლებს“, - წერს ჟურნალისტი.

ამასთან, რაუფოღლუ აღნიშნავს, რომ ტრამპი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ზუსტად მაშინ შეხვდება, როდესაც პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა იწურება.

„აქვე საინტერესო ფაქტი: ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა პუტინთან შეხვედრის ვადის ამოწურვის დღეს გაიმართება“, - წერს ის.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს