Reuters  - შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები გაიტაცეს

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც მოტოციკლებზე ისხდნენ, ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები გაიტაცეს.

როგორც Reuters იტყობინება, რეგიონში, სადაც მასობრივი გატაცებების შემთხვევები გახშირდა, შეიარაღებულმა პირებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი სოფლის მოსახლეობა გაიტაცეს.

„ისინი მოტოციკლებით მოვიდნენ, ისროდნენ და შემდეგ ჩვენი ქალიშვილები და ბავშვები გაიტაცეს. მას შემდეგ მათგან არაფერი გვსმენია“, - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ნიგერიაში ადგილობრივმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ბოლო წლებში ასობით ადამიანი მოკლეს და ათასობით ადამიანი გაიტაცეს. ისინი ხშირად თვეების განმავლობაში აკავებენ ტყვეებს და მათი გათავისუფლებისთვის გამოსასყიდს ითხოვენ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს