მზია ამაღლობელი - ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებენ - ბატონო პროკურორებო, ბრაზის და უსამართლობის გამო, მიწყლიანდება თვალები - რას ფიქრობთ, ეს ჩემი ემოციური მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ საჭიროებს?

ნინო დათაშვილი იმ პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც მე ვარ, ისეთ იზოლირებულ დაწესებულებაში ვარ, შემთხვევითაც ვერ შევხდები. მას ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს პროკურატურა- ბატონო პროკურორებო, ბრაზის და უსამართლობის გამო, მიწყლიანდება თვალები. რას ფიქრობთ, ეს ჩემი ემოციური მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ საჭიროებს? - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ის საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.

როგორც მზია ამაღლობელმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ ნინო დათაშვილი ამ გამოწვევას გაუმკლავდება და „რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს“.

“დიდი მადლობა სასამართლოს, რომ გადადო პროცესი, თორემ ნამდვილად ჩავვარდებოდი. მიხარია, რომ ისევ ვხედავ ჩემს მეგობრებს, ოჯახს, გულშემატკივრებს, თუმცა უხერხულობის განცდა მაქვს, რომ ამ დარბაზში მოსვლა მომიწია. ისე ვითარდება გარეთ პროცესები, რომ ჩემს საქმეზე ვერ ვკონცენტრირდები.

ნინო დათაშვილი აქტივისტი, სინდისის პატიმარი და მარტოხელა დედაა. ნინო იმ პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც მე ვარ, ისეთ იზოლირებულ დაწესებულებაში ვარ, შემთხვევითაც ვერ შევხდები. მას ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს პროკურატურა. სრულიად ჩამოვიშალე, გამახსენდა ნინოს სიტყვები: “მე მსხვერპლი არ ვარ, კარგად არის ყველაფერი”. მჯერა, ნინო ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება და რეჟიმიც საკადრის პასუხს მიიღებს.

ბატონო პროკურორებო, ბრაზის და უსამართლობის გამო, მიწყლიანდება თვალები. რას ფიქრობთ ეს ჩემი ემოციური მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ საჭიროებს?“, - აღნიშნა ამაღლობელმა და ნინო დათაშვილის მისამართით დასძინა: "ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ!"

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე