არმაზ ახვლედიანი მზია ამაღლობელის საქმეზე - შეუძლებელია, რომ უგუნური, მოღალატე ადამიანებისგან სასიკეთო მოლოდინი გვქონდეს - ნინო სახელაშვილი არ არის ღირსი, რომ მოსამართლის წოდება ჰქონდეს, ისევე როგორც მისი უამრავი კოლეგა

შეუძლებელია, რომ უგუნური, მოღალატე ადამიანებისგან სასიკეთო მოლოდინი გვქონდეს - ეს ქალბატონი [ნინო სახელაშვილი] არ არის ღირსი, რომ მოსამართლის წოდება ჰქონდეს, ისევე როგორც მისი უამრავი კოლეგა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ეს ქალბატონი არ არის ღირსი, რომ მოსამართლის წოდება ჰქონდეს, ისევე როგორც მისი უამრავი კოლეგა. როცა ხარ პოლიტიკურად ანგაჟირებული, კონიექტურას დამონებული, შენ არ ხარ მოსამართლე. შენ ხარ მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის თავნება, შეშლილი, მოღალატე მმართველის აღმსრულებელი. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამ სასამართლოს მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ იმის მოლოდინი კი მაქვს, რომ მზიას და მზიასნაირებს ეს რეჟიმი ვერ დაგვამარცხებს. ჩვენ კი ამ პოლიტიკურ ნაგავს ნამდვილად გავიტანთ. არ მკითხოთ როდის, მაგრამ გავიტანთ,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, მოსამართლე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა