სოფო ჯაფარიძე - მზიას განაჩენი უმძიმესი განაჩენი იქნება „ქართული ოცნებისთვის“

სიტყვა „სამართალი“ ამ კედლებში აღარ არსებობს - 6 აგვისტო, მზიას განაჩენის დღე იქნება „ქართული ოცნების“ უმძიმესი განაჩენი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მზია ამაღლობელი უკვე იქცა გაუტეხელობის და ყველაზე დიდი სიმამაცის სიმბოლოდ.

„6 აგვისტო, მზიას განაჩენის დღე, იქნება „ქართული ოცნების“ უმძიმესი განაჩენი. მზია უკვე იქცა გაუტეხელობის და ყველაზე დიდი სიმამაცის სიმბოლოდ. ყველაზე მთავარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. ადამიანები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალს. ეს არის სწორედ გარდაუვალი გამარჯვების საწინდარი.

რაც შეეხება მოლოდინს, როგორ შეიძლება კარგი მოლოდინი გვქონდეს უსამართლო ე.წ. ხელისუფლებისგან და სასამართლოსგან, რომელსაც შეიძლება ყველაფერი დავარქვათ, სასამართლოს გარდა. სიტყვა „სამართალი“ ამ კედლებში აღარ არსებობს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს