რუსუდან თევზაძე - რეჟიმის დავალებით, უსამართლო სასამართლო ბოლომდე ცდილობს მზიას სახით ქვეყანაში მოკლას თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედია, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს!

რეჟიმის დავალებით, უსამართლო სასამართლო ბოლომდე ცდილობს მზიას სახით ქვეყანაში მოკლას თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედია, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, რუსუდან თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ რეჟიმის დავალების შემსრულებლებმა გამოიყენეს ზეწოლის და ღირსების შემლახველი სხვადასხვა საბჭოთა მეთოდი, მაგრამ მზია მაინც ვერ გატეხეს.

რუსუდან თევზაძემ სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს, ნინო დათაშვილს და ყველა პოლიტპატიმარს.

„არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე და რუსული ინტერესების გამტარებელმა ე.წ. ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი დიდი ხანია გადაკვეთა.

დღეს მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი კვლავ გადაიდო. რეჟიმის დავალებით, უსამართლო სასამართლო ბოლომდე ცდილობს მზიას სახით ქვეყანაში მოკლას თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედია, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს!

მზია ამაღლობელის მიმართ რეჟიმის დავალების შემსრულებლებმა გამოიყენეს ზეწოლის და ღირსების შემლახველი სხვადასხვა საბჭოთა მეთოდი, მაგრამ მზია მაინც ვერ გატეხეს.

რეჟიმი, ასეთივე საბჭოთა მეთოდებით ებრძვის, სამოქალაქო აქტივისტს და თავისუფალ მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, რომელიც უსამართლოდ ციხეში გამოკეტა და მეტიც, ნების საწინააღმდეგოდ გუშინ ფსიქიატრიულში გადაიყვანა. ამით ე.წ. ხელისუფლება აფრთხილებს და პრაქტიკულად, უკრძალავს 60 000 მასწავლებელს, თავისუფალი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვას.

ძვირფასო მასწავლებლებო, არ შეშინდეთ, დაიცავით თქვენი პროფესია და ღირსება. თქვენ ყველაზე ძლიერი და ნათელი ძალა ხართ. მასწავლებელთა საზოგადოებას აქვს დიდი გავლენა, დღევანდელი უსამართლობის შესაცვლელად და მომავალი თაობის სასარგებლოდ.

ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მზიას! სოლიდარობა ნინოს! სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს!,“ - განაცხადა თევზაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია