დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი ყოველთვის მოხარულია, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უმასპინძლოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი ყოველთვის მოხარულია, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უმასპინძლოს.

„ჩვენ ყოველთვის გვიხარია ბატონი უიტკოფის მოსკოვში ნახვა და ყოველთვის გვიხარია მასთან კონტაქტი“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

როგორც კრემლის პრესსპიკერი განმარტავს, არსებობს შანსი, რომ მიმდინარე კვირაში ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა გაიმართოს.

პესკოვის თქმით, რუსეთი სტივ უიტკოფთან კონტაქტებს მნიშვნელოვნად, შინაარსობრივად და ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევს.

იქამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, 6 ან 7 აგვისტოს ჩავა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს