ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, რასაც მთავრობის გადადგომაც მოჰყვება

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასისმა დღეს ოფიციალურად განაცხადა გადადგომის შესახებ, რასაც მისი მთავრობის გადადგომა მოჰყვება.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გარდა, პალუცკასისი ასევე ტოვებს ლიეტუვის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობას, რომელიც ქვეყნის პარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალაა.

კანონის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს 15 დღე აქვს პარლამენტს პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატის წარსადგენად. მანამდე პალუკასისის კაბინეტი მოვალეობებს დროებით შეასრულებს.

„სოციალ-დემოკრატები“ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატს ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე განსაზღვრავენ.

31 ივლისს ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ პალუცკასისმა გადადგომის შესახებ მიმართა.

როგორც ცნობილია, ლიეტუვაში პალუცკასისის გარშემო არაერთი სკანდალი აგორდა, როდესაც ჟურნალისტებმა მისი საეჭვო ბიზნესკავშირები გამოავლინეს. ამის საფუძველზე, ლიეტუვის გენერალურმა პროკურატურამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მათი გარემოებების გამოძიება დაავალა. ნაუსედამ პალუცკასისს ბრალდებებზე ახსნა-განმარტებისთვის ორი კვირა მისცა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს