მოსამართლე აქციების დროს დაკავებული პირების საქმის მთავარ გამომძიებელს - კიდევ ერთხელ მშვიდად შეგახსენებთ, რომ სასამართლოში ხართ და არა ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში

კიდევ ერთხელ მშვიდად შეგახსენებთ, რომ სასამართლოში ხართ და არა ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ჯგუფური ძალადობის მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული პირების საქმის მთავარ გამომძიებელს, არსენ ხუნაშვილს, რომელიც 5 საათია, სასამართლოში ჩვენებას აძლევს.

იქამდე ცოტა ხნით ადრე, გამომძიებელმა ვეფხია კასრაძის ადვოკატს უთხრა, რომ ის „ერთი და იმავე კითხვებს უსვამდა და დროის გაყვანა უნდოდა".

აღნიშნულს მოსამართლის გაღიზიანება მოჰყვა.

„რას ნიშნავს დროის გაყვანა უნდა? მე რას ვაკეთებ აქ? თქვენ ვალდებულება გაქვთ, კითხვებს პასუხი გასცეთ, თუკი ის მე არ განვარიდე“, - მიმართა მოწმე გამომძიებელს მოსამართლემ.

ადვოკატმა გამომძიებელს ჰკითხა, თუ რაში გამოიხატება ბრალდებულების მხრიდან ძალადობის ორგანიზება.

„ვეფხია კასრაძე ვიდეოში ორ თანმხლებ პირთან ერთად ჩანს, ასევე აქციის მონაწილეები ჩანან, ეს არის აქციის მიმდინარეობა, სადაც იგეგმება, როგორ უნდა შეუქმნან პრობლემები პოლიტიკური თანამდებობის პირებს...მერე ამბობენ, რომ 200 კაცით უნდა დახვდნენ",- განაცხადა გამომძიებელმა, რომელსაც კასრაძე ჩაეკითხა, თუ სად ჩანდა მისი ქმედება. აღნიშნულზე გამომძიებელმა უპასუხა, რომ „იგეგმებოდა".

გამომძიებლის თქმითვე, ტერიტორია, ბრალდებულების საუბრის შინაარსი, იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ვიდეო 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდეა გადაღებული.

ადვოკატის კითხვაზე, ვიდეოში არის ტიტრი - უცნობი პირი, თუ დაადგინა მან ეს უცნობი პირი, გამომძიებელმა უპასუხა, რომ არა.

„აბა ჩემი როგორ დაადგინეთ",- ჰკითხა მას ვეფხია კასრაძემ, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა, რომ მას „სახე უჩანდა“.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო