თავისუფლების მოედანზე აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

„ნინო დათაშვილის ტალღა“ - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეებმა წმინდა გიორგის მონუმენტს წრე შემოარტყეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია პატიმრობაში მყოფი აქციის მონაწილეების მხარდაჭერა, რათა მათ და მათმა ოჯახის წევრებმა იგრძნონ საზოგადოების მხარდაჭერა.

ამასთან, როგორც შეკრებილები აცხადებენ, მნიშვნელოვანია პროტესტის გაგრძელება, რათა დასავლეთმა და ევროკავშირმაც დაინახონ, რომ საზოგადოება აგრძელებს პროტესტს და არ ეგუება არსებულ ხელისუფლებას.

გარდა ამისა, უწყვეტი პროტესტი გრძელდება რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები უკვე 250-ე დღეა იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა -აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. ასევე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

შეგახსენებთ, რომ ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განმარტა, რომ თავად დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა და ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა.

პროკურატურის განცხადების საპასუხოდ, ნინო დათაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ დათაშვილს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რაც სიმპტომია და არა დიაგნოზი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია